თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 27-28 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის 146-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 31 მარტამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
იმუშავებს შემდეგი სექციები:
ისტორია
ლიტერატურათმცოდნეობა
ენათმეცნიერება
კავკასიოლოგია
ფილოსოფია
კულტურის კვლევები
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ხელოვნებათმცოდნეობა
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე).
კონფერენციის თეზისები განთავსდება თსუ ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე.